მოურა:
Aa
Aa

მოურა: "ეს ჩემი ისტორიის დასასრულია...ინგლისის ჩემპიონატი ძალიან მომწონს"

"პსჟ"-ს ბრაზილიელმა გარემარბმა ლუკას მოურამ L'Equipe-სთან საუბრისას თავის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

"ცოტა ხნის წინ, მწვრთნელის კომენტარი მოვისმინე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა და ეს ჩემი ისტორიის დასასრულია. არამგონია, რომ გუნდში დარჩენის შანსი არსებობდეს. "მანჩესტერ იუნაიტედი"? არის თემები, რომლებზეც საუბარი არ შემიძლია. ისე კი ინგლისის ჩემპიონატი ძალიან მომწონს, პრემიერლიგა საუკეთესოა".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედმა" და "პსჟ"-მ პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ბრაზილიელი ფეხბურთელი მალე "ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები