Aa
Aa

"პსჟ" მორიგ მეგატრანსფერს გეგმავს

როგორც ჩანს, ნასერ ალ ხელაიფი გაჩერებას არ აპირებს და გუნდის შემადგენლობის სრულყოფას განაგრძობს.

Le10Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებს ლონდონის "ჩელსის" ფრანგი საყრდენის ნგოლო კანტეს დამატება სურთ.

"პსჟ"-ს კანტე ტიაგო მოტას შემცვლელად სურს, რომელიც უკვე 35 წლისაა და ძველებურად დამაჯერებლად ვეღარ გამოიყურება.

წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე "ჩელსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ფრანგი ფეხბურთელი "არისტოკრატთა" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ლონდონელებმა ის ასე მარტივად დათმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები