აგენტი: არაერთმა კლუბმა მოგვმართა, მაგრამ იუნაიტედს ანტონის გაყიდვა არ სურს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელი გარემარბის, ანტონის აგენტმა, ჟუნიორ პედროსომ განაცხადა, რომ მისი კლიენტის გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული, თუმცა „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობას ანტონის გაყიდვა არ სურს.
რას ამბობს ანტონი:
„არაერთმა კლუბმა მოგვმართა იანვარში ანტონის გადაბირების საკითხზე. კლუბები ინტერესდებიან მისი მდგომარეობით, არსებობს კონკრეტული ინტერესი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ მისი გაყიდვის ან იჯარით გაშვების სურვილი არ დაუფიქსირებია. კლუბის ხელმძღვანელობას არასოდეს უთქვამს ჩვენთვის, რომ ანტონის გაშვება სურთ.
შემიძლია გითხრათ, რომ ანტონის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული „იუნაიტედთან“. თუ კლუბი ჩათვლის, რომ იანვარში მისი იჯარით გაშვება კარგი იდეაა, რათა ფეხბურთელმა სათამაშო დრო მიიღოს და ნდობა დაიბრუნოს, ჩვენ დავსხდებით და ამ საკითხზე ერთად ვიმუშავებთ.
თუ ეს არ მოხდება, ანტონი „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩება და დაუღალავად იმუშავებს, რათა ძირითადში ადგილი დაიბრუნოს და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანტონიმ პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში მიმდინარე ტურნირზე ანტონიმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით 10 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.