მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჩემთვის პიოტრ იანი უმარზე უფრო სახიფათო მეტოქეა“ - დვალიშვილი

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს უმარ ნურმაგომედოვზე უფრო სახიფათო მეტოქედ მიიჩნევს.

რა თქვა დვალიშვილმა:

„არის თუ არა უმარი ყველაზე რთული მეტოქე ჩემს კარიერაში? შესაძლოა, მისი გარემოცვის წევრები ასე ფიქრობენ, თუმცა გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს: როდესაც პიოტრ იანის ჩხუბს ვუყურე, ის ჩემთვის უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდა.

თუმცა უმარი კარგი მებრძოლია, ეს ყველამ იცის. ყველაფერი 18 იანვარს გაირკვევა - მე თვითონ მოვითხოვე უმართან ჩხუბი“.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამრის პირველ დაცვას 18 იანვარს, UFC 311-ზე გამართავს - მისი მეტოქე კი რუსი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დვალიშილმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის სექტემბერში, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა, ნურმაგომედოვმა კი ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და კორი სენდჰაგენი დაამარცხა.

ნურმაგომედოვს MMA-ში გამართული 18-ვე ბრძოლა აქვს მოგებული და ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ნომერ პირველი პრეტენდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველამ ვიცით, რომ თქვენს უმარს საჩუქარი გაუკეთეს“ - დვალიშვილმა მახაჩევს უპასუხა
„ყველამ ვიცით, რომ თქვენს უმარს საჩუქარი გაუკეთეს“ - დვალიშვილმა მახაჩევს უპასუხა