კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2017 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2017 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Championat.com-მა გასული წელი შეაჯამა და ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა დადებითად შეაფასა.
"კვირკველია 2017 წელს ტურის სიმბოლურებში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა. ის სტაბილური იყო და ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა".
2017 წელს კვირკველიას ანგარიშზე 32 მატჩი და 2 გოლი იყო. ის ასევე წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელიც გახდა.
ბრიტანული პრესის მტკიცებით კი მისით "ლესტერი", "ვესტ ბრომვიჩი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.