Mundo: კოუტინიომ ტრანსფერის დასაჩქარებლად 10 მილიონი თავისი ჯიბიდან გადაიხადა
Aa
Aa

Mundo: კოუტინიომ ტრანსფერის დასაჩქარებლად 10 მილიონი თავისი ჯიბიდან გადაიხადა

კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, ყველა ტრანსფერის დეტალების გასაჯაროებას ელოდება.

ესპანურმა Mundo-მ დღეს საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კოუტინიომ ტრანსფერის დასაჩქარებლად და მოლაპარაკებების გაწელვის თავიდან ასარიდებლად, 10 მილიონი ევრო საკუთარი ანგარიშიდან გადაიხადა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსამ" ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ ჯამში 160 მილიონი ევრო გადაიხადა.

კოუტინიოს გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება. ის კატალონიურ კლუბთან 5,5 წლიან კონტრაქტს ხელს ხვალ მოაწერს და მისი პრეზენტაცია "კამპ ნოუზე" შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები