ლუის ენრიკე
Aa
Aa

მესი-ნეიმარის გარეშე ნულია - ლუის ენრიკე გააკრიტიკეს

საფრანგეთის ჩემპიონატისგან განსხვავებით, წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენის“ ასპარეზობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და გუნდი სერიოზული საშიშროების წინაშე დგას, რომ არათუ პირდაპირ მერვედფინალის, არამედ პლეი ინის საგზურიც ვერ მოიპოვოს. ბუნებრივია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წარუმატებლობაში ყველაზე მეტად მთავარ მწვრთნელს ადანაშაულებენ და ასეა ამ შემთხვევაშიც - პსჟ-ს ვეტერანმა მოთამაშემ კრისტოფ დიუგარმა პარიზული კლუბის დამრიგებელს ლუის ენრიკეს ფეხბურთში სრულიად არაკომპეტენტური პირი უწოდა.

რას ამბობს ენრიკეზე

საერთოდ ვერ მივხვდი რას ემსახურებოდა მის მიერ შერჩეული 4-4-2 ტაქტიკური სქემა, სადაც ოთხი ცენტრალური ნახევარმცველი თამაშობდა - როგორ შეიძლება ეს აზრი თავში მოგივიდეს?

მწვრთნელია გუნდის თამაშზე პასუხისმგებელი, ის არჩევს ფეხბურთელებს და ცდილობს მათ მოტივირებას. პსჟ-ს არც ერთ დამრიგებელს არ ჰქონია მოქმედების იმხელა თავისუფლება, როგორიც ლუის ენრიკეს აქვს. თუმცა, მას, როგორც თავის დროზე ლუი ვან გაალს ეგონა, საკუთარი თავი გენიად მიაჩნია, სინამდვილეში კი მესისა და ნეიმარის კალიბრის ფეხბურთელები თუ არ ჰყავს, ნული და არაკომპეტენტური ადამიანია.

12 ტურის შემდეგ 32 ქულით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მონაკოს“ 6 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში კი დედაქალაქური კლუბი 36 მონაწილეს შორის 4 ქულით 25-ე ადგილზეა. დარჩენილ სამ ტურში „სენ-ჟერმენს“ „ზალცბურგთან“ (სტუმრად), „მანჩესტერ სიტისთან“ (შინ) და “შტუტგართან“ (სტუმრად) აქვს სათამაშო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ გააქტიურდა - თანხა და პლუს ფეხბურთელი კვარას სანაცვლოდ
პსჟ გააქტიურდა - თანხა და პლუს ფეხბურთელი კვარას სანაცვლოდ