Aa
Aa

10-დან 10 და მატჩის MVP - შერმადინის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში "უნიკახამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს, კომპოსტელას "მონბუსს" უმასპინძლა და 96:76 დაამარცხა.

მოულოდნელად, შერმადინი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელი პარკეტზე მოგვიანებით შეუშვა.

შერმადინმა შეხვედრაში 100%-ანი შედეგი დააფიქსირა. 6-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო - 10 სროლიდან ათივე კალათში მოათავსა და მატჩის MVP გახდა.

გიორგი შერმადინის მონაგარი ასეთი იყო - 21:07 წუთი, 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 გადაცემა.

ქართველ ცენტრთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასევე "უნიკახას" მოთამაშე კარლოს სუარესი დასახელდა. ორივე მათგანის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ "უნიკახა" სატურნირო ცხრილში 8 მოგებით მე-8 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები