მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

სიახლე თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ - ჰოლოუეის გადაწყვეტილება ცნობილია

ბუნებრივია ილია თოფურიასთან განცდილი მარცხი მაქს ჰოლოუეისთვის უდიდესი იმედგაცრუება გახლდათ, რადგან მის ბრწყინვალე კარიერაში ეს პირველი ნოკაუტი იყო და ძველი პოზიციების დასაბრუნებლად უდიდესი შრომა დასჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელი მებრძოლი ამ ყველაფრის გაკეთებას არა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, არამედ სულ სხვა წონაში გეგმავს, რაზეც მან ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

რას ამბობს ჰოლოუეი

არასოდეს მიყვარს სიტყვა „არასოდეს“. თუმცა, თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ, ყველა მეკითხებოდა, განვაგრძობდი თუ არა გამოსვლას ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, რაზეც მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ამ წონაში აღარასდროს ვიჩხუბებ და მსუბუქ წონით დივიზიონში გადავინაცვლებ.

თავს არ ვიმართლებ, მაგრამ უკვე 33 წლის ვარ და წონის კონტროლი ურთულესი საქმეა. ილიასთან ბრძოლამდე ამ ყველაფრის გაკეთება არ გამჭირვებია, რადგან მეუღლის რჩევები როგორც ყოველთვის ამჯერადაც ძალიან დამეხმარა, თუმცა ეს ყველაფერი უდიდეს ძალას მაცლის და მომავალში თუ წონას არ შევიცვლი, მაღალ დონეზე ჩხუბი გამიჭირდება.

ჰოლოუეის ასევე ჰკითხეს, როდის გეგმავს დაბრუნებას, რაზეც მან მიუგო, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ოქტაგონზე გამოსვლის საუკეთესო პერიოდი ზაფხული იქნება, როდესაც UFC-ის ღონისძიებას ლას-ვეგასი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკან არ დავიხევ“ - ლოპესს თოფურიასთან ჩხუბი სურს
„უკან არ დავიხევ“ - ლოპესს თოფურიასთან ჩხუბი სურს