ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა
Aa
Aa

ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა

დღეს, სასტუმრო რედისონშისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF AWARDS 2017 გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე 17 და 19 წლამდე ფეხბურთელებს  გადაეცემა. 

 

გთავაზობთ 2017 წლის ნომინაციებსა და მათ გამარჯვებულებს:

საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი - საბა კვირკველია (მოსკოვის "ლოკომოტივი")

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - გიორგი ჩაკევეტაძე ("გენტი" ბელგია)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა - ნინო სუთიძე ("ბელედიესპორი" თურქეთი)

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი - ვარლამ კილასონია ("რუსთავი")

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი - დავით სიჭინავა ("რუსთავი")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე - როინ კვასხვაძე ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი - ლაშა თოთაძე (თბილისის "დინამო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი - ანტე გი ("სამტრედია")

ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის ავტორი - გრიგოლ დოლიძე ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - კახა ჩხეტიანი ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი - გიორგი შაშიაშვილი ("შუქურა")

ეროვნული ლიგის საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი - ოთო კიტეიშვილი (თბილისის "დინამო")

17 წლამდე ფეხბურთელთა შორის ალექსანდრე ჩივაძის ჯილდოს ოქროს პრიზიორი ხვიჩ კვარაცხელია გახდა, ვერცხლი ზურიკო დავითაშვილმა მიიღო, ხოლო ბრინჯაო ირაკლი გულიაშვილმა.

19 წლამდელთა შორის ოქროს პრიზიორი ლუკა ლაკვეხელიანი გახდა, ვერცხლის ვატო არველაძე, ხოლო ბრინჯაოს გიორგი კოხრეიძე.

საუკეთესო ქართველი მსაჯი გახდა - ჯენერი ხორავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები