კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„ახალი თაობის მტერია“ - რონალდუ სამშობლოში გააკრიტიკეს

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებშია გამოძახებული და თანაგუნდელებთან ერთად უეფას ერთა ლიგის III-IV ტურის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც „ლუზიტანები“ სტუმრად ჯერ პოლონეთის, ხოლო შემდეგ შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებენ. პორტუგალიის ეროვნული გუნდის ირგვლივ შექმნილ ატმოსფეროსთან დაკავშირებით, BBC-მ გადაწყვიტა ინტერვიუ პორტუგალიელ ჟურნალისტთან ჩაეწერა და რესპოდენტად ტომაშ და კუნია შეარჩია, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, კრიშტიანუ სასტიკად გააკრიტიკა.

რას ამბობს ჟურნალისტი

საქმე ასაკშიც არის, მაგრამ თან არ არის. პეპე 41 წლის გახლდათ, მაგრამ გასულ წელს მისი ასპარეზობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა. აი, კრიშტიანუ რონალდუს თამაში კი უკანასკნელ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. ფერნანდუ სანტუში შეეცადა მისი ხელშეუხებლობა მითად ექცია, თუმცა რობერტო მარტინესის მოსვლის შემდეგ ყველაფერი ისევ ძველებურად დალაგდა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს თავისუფლად შეეძლოთ ყატარულ მუნდიალთან ერთად ნაკრებში კრიშტიანუს ისტორიაც დაესრულებინათ, მაგრამ მარტინესი დანიშნეს მთავარ მწვრთნელად და ამ ყველაფერმა მომავლისთვის გადაიწია. საერთო არ ვცდილობ რონალდუსა და მისი ბრენდის დაკნინებას, მაგრამ სანამ ის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე უარს ამბობს, ჩვენ ქვეყანაში უამრავმა თაობამ ჩაიარა, ოქროს ბიჭებმა, რომლებიც კრიშტიანუს გამო ეროვნულ გუნდში მუდამ შებოჭილები თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს და 214 შეხვედრაში თავი 132 გოლით გამოიჩინა. 2016 წელს ის ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ჩემპიონი, 2019 წელს კი უეფას ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რაც დროს გადის, მით უფრო მეტი მოტივაცია მაქვს“ - რონალდუ სანაკრებო კარიერაზე
“რაც დროს გადის, მით უფრო მეტი მოტივაცია მაქვს“ - რონალდუ სანაკრებო კარიერაზე