ჯაბა კანკავა კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის კუსტანის "ტობოლში" გადავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, კანკავამ ფრანგული "რეიმსი"6 თვის წინ დატოვა.
ქართველი ფეხბურთელი ყაზახურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
"ტობოლმა" 2017 წელს ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.
ყაზახეთში კანკავას თანაგუნდელი იქნება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნიკა კვეკვესკირი.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", ვლადიკავკაზის "ალანიას", კიევის "არსენალის", "დნიპროს" და "კრივბასის" ღირსებას იცავდა.
საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 54 მატჩში 6 გოლია.