ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ილია თოფურია უსმან ნურმაგომედოვს: ისევ სტეროიდებზე ხარ?

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Bellator-ის ჩემპიონ უსმან ნურმაგომედოვს მიმართა.

მანამდე „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევზე ილაპარაკა: „ის შესანიშნავი მებრძოლია და ამავდროულად, ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება ოქტაგონზე სრულიად შესაძლებელია. მხოლოდ ოქტაგონზე დავთანხმდები ისლამთან შეხვედრას. არის მეორე გზაც, მაგრამ ქუჩაში ჩხუბი არ მსურს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი მკურნალობის დაფინანსება და კოლოსალური სამედიცინო ხარჯების გაღება მომიწევს“.

თოფურიას ამ განცხადებას უსმან ნურმაგომედოვი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: „უბრალოდ თქვი - შენ როდის იჩხუბე ქუჩაში, ევროპელო?“

ქართველმა მებრძოლმა კი ასე უპასუხა: „სიმართლე გითხრა, დიდი ხნის წინ. შენ როგორ გაქვს საქმე დოპინგთან, ისევ სტეროიდებზე ხარ?“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ნურმაგოდოვი დოპინგზე ჩავარდა, რის გამოც მას 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა. რაც შეეხება მახაჩევს, მან მსუბუქ წონით დივიზიონში უკანასკნელად ივნისში იჩხუბა და ჯასტინ გეიჯზე ძლიერი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაისვრის როცა დამინახავს“ | თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა
„ჩაისვრის როცა დამინახავს“ | თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა