„სერია A-ს ბომბარდირი გახდება“ - ცნობილი კომენტატორი კვარაზე
ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა, მარკო ბუჩანტინიმ სერია A-ს ბომბარდირებზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა და ივარაუდა, რომ გათამაშების საუკეთესო გოლეადორი ხვიჩა კვარაცხელია გახდება.
რას ამბობს ბუჩანტინი:
„დარწმუნებული ვარ, რომ სერია A-ში საუკეთესო ბომბარდირი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. ჩემთვის, იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გათამაშებაში 25 გოლის გატანა შეუძლია“.
ამ დროისთვის, ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი, 13 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.