ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "მეორე ნახევარი შეცდომებით დავიწყეთ"

"ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელმაც 3 ქულის დაკარგვა განაპირობა.

"პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა. შეხვედრა საკმაოდ კარგად დავიწყეთ. ეს მარცხი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

სქემის შეცვლაზე ვფიქრობდით და ამ დროს კარვახალი გააძევეს. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. მეორე ნახევარი შეცდომებით დავიწყეთ. ამ დონის მატჩში თავი გაცილებით უფრო მაღალ დონეზე უნდა დაიცვა.

ჯერ არაფერი დასრულებულა. ოჯახებთან ერთად დავისვენებთ და შემდეგ ჩვენს საქმეს განვაგრძობთ. ტრანსფერები? უკომენტაროდ".

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსამ" "რეალი" 14 ქულით ჩამოიტოვა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები