ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ვფიქრობ, ის ჩემი ფანია“ - ჰოლოუეი თოფურიაზე

მალე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.

„ელ მატადორმა“ ჰოლოუეის იოლი მებრძოლი უწოდა და პირობა დადო, რომ ის იქნება პირველი, რომელიც მას დაანოკაუტებს.

თავის მხრივ, ამერიკელმა თქვა, რომ 27 წლის ოპონენტი ლამაზ სიტყვებს ლაპარაკობს, სინამდვილეში კი უბრალოდ მისი ფანია.

რა თქვა ჰოლოუეიმ:

„ვფიქრობ, ის ჩემი ფანია და ამის უარყოფა არ შეუძლია. ვფიქრობ, გულის სიღრმეში მგულშემატკივრობს, რაც ცოტათი უცნაურია, მაგრამ ის უცნაური ბიჭია“.

„მოვიტყუები, რომ მეთქვა, რომ ის კარგი არ არის. მან დაამარცხა ადამიანი (ალექსანდრ ვოლკანოვსკი), რომელსაც სამჯერ შევხვდი, მაგრამ ვერ დავამარცხე, ილიამ კი ის პირველივე ცდაზე დაამარცხა“.

„ბევრი იტყვის, რომ ვოლკანოვსკის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ის ფიქრობდა, რომ საკმარისად კარგია, რათა ეს ბრძოლა მიეღო და ილიამ თავისი საქმე გააკეთა. მან გაიმარჯვა და ჯერ კიდევ ჩემპიონი და დიდებული მებრძოლია - სისულელე იქნებოდა, ასე რომ არ მეგონოს. მას აქვს ძალა, სისწრაფე, მაგრამ ჩემთან ჯერ არც ერთხელ უბრძოლია“.

„ის ბევრს ამბობს, რომ დამასრულებს და ა.შ. თუ მას ეს სჭირდება, დაე, უმტკიცოს საკუთარ თავს 26 ოქტომბრამდე. როდესაც ჩვენ ოქტაგონზე გავალთ, ყველა გავიგებთ, ვინ გახდება ჩემპიონი“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.

„მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოტოციკლის ჩაფხუტი სჭირდება“, - თოფურია ჰოლოუეის აფრთხილებს
„მოტოციკლის ჩაფხუტი სჭირდება“, - თოფურია ჰოლოუეის აფრთხილებს