გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

Watford Observer: ათიანის როლმა ჩაკვეტაძისგან მომდინარე საფრთხეების სრული სპექტრი გამოავლინა

ბრიტანული გამოცემა Watford Observer-ი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის და „უოტფორდში“ მისი ახალი სათამაშო როლის შესახებ წერს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ „უოტფორდი“ ჩაკვეტაძეზე დამოკიდებული ხდება, რაც არასასურველია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გუნდი შეტევაში უფრო პროგნოზირებადი იქნება.

რას წერენ ჩაკვეტაძეზე:

„მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე გამორჩეულია და განსხვავდება იმ ფეხბურთელისგან, რომელსაც შარშან ვხედავდით: წინა სეზონში ის მხოლოდ დროდადრო ახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

ათიანის პოზიციაზე მისი გადაყვანით ქლევერლიმ ჩაკვეტაძისგან მომდინარე საფრთხეების სრული სპექტრი გამოავლინა. ჟურნალისტები, რომლებიც მოწინააღმდეგე გუნდების თამაშებს აშუქებენ, ყოველთვის კითხულობენ: „ვინ არის ეს თქვენი 8 ნომერი, ის ძალიან კარგია“.

არის ერთი რამ, რისაც უნდა გვეშინოდეს: ჩაკვეტაძეზე ზედმეტად დამოკიდებულების. არაა სასურველი, რომ ჩაკვეტაძე ახალი ჟოაო პედრო გახდეს, რომელსაც ხშირად აძლევდნენ ბურთს და ელოდებოდნენ, რომ ის 3-4 ფეხბურთელს მოატყუებდა, მისი თანაგუნდელები კი საჯარიმოში მიდიოდნენ და პასს ელოდებოდნენ. სხვა ფეხბურთელებმა უნდა იმოძრაონ ჩაკვეტაძის გარშემო, რათა მას პასის ვარიანტები შეუქმნან“.

„ქოვენთრის“ წინააღმდეგ მატჩში ჩაკვემ საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ბოლო ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არ არის და საქმე მუხლის ტრავმის რეციდივთან არ გვაქვს, თუმცა, როდის დაუბრუნდება გიორგი მოედანს, ჯერჯერობით უცნობია.

ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ 10-10 ქულით „ბარნლისთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ერთპიროვნულ ლიდერ „სანდერლენდს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზულია - საზონოვმა ამ სეზონში შესაძლოა, ვეღარ ითამაშოს
ტრავმა სერიოზულია - საზონოვმა ამ სეზონში შესაძლოა, ვეღარ ითამაშოს