ქოჩორაშვილი: “ახლა ნაკრებზე სრული კონცენტრაციის დროა“
ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში ლევანტე ეიბარს ესტუმრა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
აღნიშნულ დაპირისპირებაში საგოლე გადაცემა გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა, რომელიც ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება.
ჯვაროსნების ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და გულშემატკივრებს მიმართა.
რას წერს ქოჩორაშვილი?
„ქულა ეიბარიდან. ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლა კი საქართველოს ნაკრებზე სრული კონცენტრაციის დროა. მადლობა გულშემატკივრებს, ვინც გასვლით მატჩზე მხარი დაგვიჭირა. ძალიან გამახარა სტადიონზე ქართველი გულშემატკივრების დანახვამ. მადლობა მხარდაჭერისთვის.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩეხეთს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 7 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
ჩეხეთთან მატჩის შემდეგ, ჯვაროსნები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი კი 10 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.