პორნომსახიობი, ექიმი, არქიტექტორი - 6 ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ
კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები მუშაობას ძირითად მწვრთნელად, სკაუტად, აგენტად აგრძელებენ ან ბიზნესს იწყებენ. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც ცდილობენ სრულიად სხვა სფეროში გამოცადონ თავი.
გაგაცნობთ ფეხბურთელებს, რომელთა ცხოვრება საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა.
ერიკ კანტონა - მსახიობი და რეჟისორი
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი კინოში ჯერ კიდევ კარიერის დასრულებამდე გადაიღეს, თუმცა ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ახალ პროფესიას უფრო დიდი ინტერესით მოეკიდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია.
„მე კანტონა ვარ, ამიტომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა“ - ასე ახასიათებდა საკუთარ თავს ცნობილი ფეხბურთელი.
ჟერომ ლერუა - პროფესიონალი მებრძოლი
ფრანგმა ნახევარმცველმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, თასების თასი მოიგო. კარიერის დასრულების შემდეგ, მას ერთდროულად რამდენიმე ტელეარხმა კომენტატორობა შესთვაზა, თუმცა ახალი ცხოვრება დაიწყო და შერეული საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა.
ჯონათან დე ფალკო - პორნომსახიობი
ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა, ცოლი მიატოვა და „ქამინ აუთის“ შემდეგ გეი-პორნოში დაიწყო გადაღება.
გორან გავრანჩიჩი - არქიტექტორი
სერები მცველი კიევის „დინამოში“ თამაშობდა და კარიერა მძიმე ტრავმის შემდეგ დაასრულა. ფეხბურთელმა ბავშვობის გატაცება რეალობად აქცია, უნივერსიტეტში ჩააბარა და არქიტექტორის დიპლომი აიღო.
ვინი ჯონსი - მსახიობი
„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი მსახიობი გახდა. მისი სადებიუტო ფილმი გაი რიჩის „კარტი, ფული და ორი ლულა“ გახდა. შემდეგ „დიდ ფსონშიც“ ითამაშა და ფილმში შესრულებული როლისთვის მას დასტინ ჰოფმანმა „ახალი ბრიუს უილისი“ უწოდა. ვინი ჯონსმა ცნობილ „ევროტურშიც“ ითამაშა.
სოკრატესი - ექიმი
სოკრატესი 1983 წელს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა ის სულ ამბობდა, რომ ფეხბურთი მისთვის ჰობიზე მეტი არაა, მოწოდება კი პედიატრია იყო.
ფეხბურთთან დამშვიდობების შემდეგ, სოკრატესმა საქმეს მიხედა: მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ფეხბურთში მიღებული თანხის დიდი ნაწილი ერთ-ერთი კლინიკის რეკონსტრუქციაში ჩადო და ყოფილი ფეხბურთელი იქვე ექიმად მუშაობდა, საკუთარ კაბინეტში კი სოკრატეს ბიუსტი დაიდგა.