ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეა სტრამაჩონი
Aa
Aa

სტრამაჩიონი: „ასეთ კვარას და ნაპოლის ვერ შეაჩერებენ“

როგორც იტალიაში, ასევე სხვა წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებში ყოფილი მწვრთნელების სხვადასხვა ტელევიზიებში ექსპერტებად მუშაობა მიღებული პრაქტიკაა. სწორედ ამ გზას ადგას ანდრეა სტრამაჩიონიც, რომელმაც ქომაგებს განსაკუთრებული შედეგებით ვერც ერთი გუნდის სათავეში ყოფნის დროს ვერ დაამახსოვრა თავი, ახლა კი Sport Mediaset-ის მიკროფონით „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩი მიმოიხილა და მთავარი გმირის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

რას ამბობს კვარაზე

ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტად ფეთქდება. წელს კი კიდევ უფრო მეტი ხარისხი შეიძინა და მოედანზე ავლენს ლიდერის იმ თვისებებს, რომელიც კონტეს ფორმაციის გუნდებს ყოველთვის სჭირდებოდათ.

ანტონიოს კარგად ვიცნობ და მისი სამწვრთნელო მეთოდების შესახებ ბევრი რამ ვიცი. გუნდური თამაშის ერთგულია, მაგრამ ისეთი ტაქტიკა აქვს, რომელსაც კვარასნაირი ინდივიდუალისტი სჭირდება, რადგან საკუთარ საჯარიმოში გამოკეტილ მეტოქეს მატჩის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვოს.

არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები წლევანდელ იტალიის ჩემპიონატში, მაგრამ კონტეს და კვარას „ნაპოლის“ შეჩერება რომ იოლი საქმე არავისთვის იქნება, ამის ბოლომდე მჯერა.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასთან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელი სეზონის პირველი შოუ დადგა, გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: მინდორზე ნახეთ, შვილის დაბადებამ რა დიდი ენერგია მომცა
კვარა: მინდორზე ნახეთ, შვილის დაბადებამ რა დიდი ენერგია მომცა