ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ბენეფისი - ელეგანტური საგოლე პასი, გოლი და გამარჯვება

იტალიის სერია A-ს 2024-25 წლების სეზონის მეორე ტურში „ნაპოლიმ’’ „დიეგო მარადონაზე’’ „ბოლონიას’’ 3:0 მოუგო. „პარტენოპეის’’ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, ქართველმა შემტევმა პირველი გოლისას საოცარი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლი კი თავად გაიტანა. მესამე გოლი სიმეონემ შეაგდო და კვარა ამ გოლის შექმნაშიც მონაწილეობდა.

კვარამ თავიდანვე ენერგიულად და დიდი მონდომებით დაიწყო თამაში, რამდენიმე ეპიზოდიც საკმარისი იყო კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. ამ ეპიზოდებში მის წინააღმდეგ 2-3 ფეხბურთელი მოდიოდა, ან ქართველი იმარჯვებდა, ან მის წინააღმდეგ თამაშის წესს არღვევდნენ. ასევე უნდა ითქვას, რომ „ნაპოლი’’ შეუთამაშებელია, ხვიჩას გვერდით ოსიმენი არ ჰყავს და ეს ფაქტორები ცხადია კვარას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელს უშლის.

ტაიმის მიწურულს კვარას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა კარის ძელს მოხვდა. მალევე, პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე კვარას საოცარი, ელეგანტური საგოლე პასით დი ლორენცომ ანგარიში გახსნა. 75-ე წუთზე კვარამ ცაციათი გაისროლა, რიკოშეტის შემდეგ ბურთი „ბოლონიას’’ კარის ბადეში აღმოჩნდა. ამ გოლით კვარამ ამ სეზონში გოლების ანგარიში გახსნა.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და სრულიად დამსახურებულად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

კვარას საუკეთესო მომენტები

„ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „პარმას'' მიიღებს (31 აგვისტო), შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები