„თქვენთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ“ - ბექაურის და ძიუდოისტების კომენტარები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ჯუდოკებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და 2 ვერცხლი. ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა და -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ მოიპოვეს.