Aa
Aa

"მე, მოურინიო და რამოსი მესის შეჩერების გზების ძებნაში საათებს ვხარჯავდით"

მადრიდის "რეალის ყოფილმა ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ სამეფო კლუბში გატარებული დრო გაიხსენა და "ელ კლასიკოზე" ისაუბრა.

"მე, მოურინიო და რამოსი მესის შეჩერების გზების ძებნაში საათებს ვხარჯავდით. მის წინააღმდეგ თამაშისას ვიტანჯებოდი. როგორც წესი ჩემს წინ ჩავი და მესი თამაშობდნენ. მე ჩავის აყვანა მიწევდა, რამოსს კი მესის. მაგრამ არგენტინელს თავისუფალი სივრცის მოძებნა მაინც შეეძლო. ჩავი კი მას პასს ნებისმიერი სიტუაციიდან უკეთებდა.

"ელ კლასიკოს" დროს ასევე აღსანიშნავია ბუსკეცის თამაშიც, რომელიც თავის პოზიციას არასდროს ტოვებდა. ჩემი მხრიდან მასზე ზეწოლასა და პლიუს მესის განეიტრალებას დიდი ენერგია მიჰქონდა. ეს დილემა "ელ კლასიკოს" გაცილებით საინტერესოს ხდიდა, თუმცა პრიორიტეტი მაინც მესი იყო, რადგან მისი ვერგაკონტროლების შემთხვევაში, ის გამანადგურებელი და მომაკვდინებელი ხდებოდა".

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო "რეალის" ღირსებას 2009-2014 ლწებში იცავდა. მის ანგარიშზე 236 თამაშში 6 გოლი და 32 შედეგიანი გადაცემაა.

ბასკმა ფეხბურთელმა კარიერა გასული სეზონის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები