ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: “ზუსტად იქ წავიდა ბურთი, სადაც დავუმიზნე“

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლამინ იამალმა კომენტარი გააკეთა.

იამალი:

„ყველას დიდი მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალში გავედით. ახლა მისი მოგებაა მთავარი. გაშვებული გოლის შემდეგ, რთულ სიტუაციაში ვიყავით. გოლს ასე მალე არ ველოდებოდით. ზუსტად იქ წავიდა ბურთი, სადაც დავუმიზნე. ვცდილობ ახლა ზედმეტი არ ვიფიქრო.

მინდა, რომ ფინალში გუნდს კვლავ მაქსიმალურად დავეხმარო და თუ ეს გამომივა ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნები. ფინალის დღეს ჩემი დაბადების დღეა და ძალიან მინდა გავიმარჯვო. დაბადების დღეს კი გუნდთან ერთად აღვნიშნავ."

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა საფრანგეთს ეფექტური გოლი გაუტანა და ამით ისტორია დაწერა. ბარსელონას შემტევი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დიდ სანაკრებო ტურნირზე(იგულისხმება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი) გოლი გაიტანა. მან პელეს რეკორდი დაამხო.

ცნობისთვის, ფურია როხა ფინალში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები