დანი ოლმო
Aa
Aa

დანი ოლმო: “ინგლისი, თუ ნიდერლანდები? მნიშვნელობა არ აქვს“

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, დანი ოლმომ კომენტარი გააკეთა.

ოლმო:

„ჩვენ ოცნების ასრულებასთან ერთ ნაბიჯში ვართ. ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რაც დავგეგმეთ. ეს ნაკრები ძალიან ბევრს შრომობს. ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ეს უდიდესი მიღწევაა. არ აქვს მნიშვნელობა გოლი მე ჩამეთვალა, თუ კუნდეს. მთავარი გამარჯვებაა.

ასეთ სტილში თამაშს აუცილებლად გავაგრძელებთ. ლამინის დიდებული გოლი და შემდეგ ჩემი. ნახეთ, როგორ გავაკონტროლეთ მეორე ტაიმი? ყველამ დიდებულად ითამაშა. ინგლისი, თუ ნიდერლანდები? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“

შეგახსენებთ, რომ დანი ოლმომ დღეს გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ის ამ მომენტისთვის ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირია 3 გოლით და 2 საგოლე გადაცემით.

ესპანელმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ცნობისთვის, ფურია როხა ფინალში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2012 წლის შემდეგ პირველად - ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
2012 წლის შემდეგ პირველად - ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია