ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

კონტრაქტის ეს პუნქტი გამოიყენეს - გაგნიძე უკრაინაში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, გორის „დილას’’ კაპიტანი ნიკა გაგნიძე კარიერას უკრაინულ „კოლოსში’’ გააგრძელებს. „კოლოსმა’’ „დილასა’’ და გაგნიძის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი გამოიყენა, გამოსასყიდი თანხა გადაიხადა და ფეხბურთელი შეიძინა. ამ პუნქტიდან გამომდინარე „დილა'' ფეხბურთელის სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.

23 წლის ნახევარმცველისთვის „კოლოსი’’ მეორე უცხოური კლუბი იქნება, 2022-23 წლების სეზონის პირველი ნახევარი იჯარით თურქეთის რანგით მეორე ლიგის „უმრანიესპორში’’ გაატარა (3 მატჩი, 1 სასტარტოში), თუმცა მალევე „დილაში’’ დაბრუნდა.

2019 წლიდან მოყოლებული „დილას'' მთავარ გუნდში რეგულარულად თამაშობდა, 116 მატჩში 21 გოლი შეაგდო. 2024 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 15 თამაშში 2 გოლი შეაგდო (1 პენალტით) და 5 საგოლე პასი შეასრულა.

გაგნიძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები