მადრიდის რეალი, დავიდ ალაბა
Aa
Aa

ალაბა წელს ვერ დაბრუნდება? - რეალს მხოლოდ 2 ცენტრალური მცველი რჩება

მადრიდის რეალის ბანაკში არასასიამოვნო სიტუაციაა. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, დავიდ ალაბა შესაძლოა 2024 წელს ვერ ვიხილოთ. მისი ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ.

წყაროს ცნობით, ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, ალაბას ფეხი იმდენად სტკიოდა, რომ კიბეზე ასვლაც უჭირდა. Die Press ვარაუდობს, რომ დავიდი 2025 წლამდე ვერ დაბრუნდება.

ავსტრიელმა უკანახაზელმა დაზიანება 2023 წლის 17 დეკემბერს ვილიარეალის წინააღმდეგ მიიღო. მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ამის გამო რეალს დღემდე ვერ ეხმარება.

ჯამში ის უკვე 204 დღეა ბურთს ვერ ეკარება და რეალის 32 მატჩი გამოტოვა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სამეფო კლუბი ნაჩო ფერნანდესმა დატოვა. ბლანკოსის შემადგენლობაში ალაბას გარდა ამჟამად მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი ირიცხება. საუბარი ანტონიო რუდიგერზე და დავიდ ალაბაზეა.

მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი ვალდებული იქნება, რომ ახალი ცენტრალური მცველი იყიდოს.

სპორტულ მედიაში სამეფო კლუბს ვილიამ სალიბა და ლენი იორო დაუკავშირეს. ამ უკანასკნელის გადაბირება კი მანჩესტერ იუნაიტედს სურს, რომელმაც ლილს 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

 

მსგავსი სიახლეები