სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სან ანტონიომ გადაწყვეტილება მიიღო | მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა

„სან ანტონიო სპურსმა“ სანდრო მამუკელაშვილის კონტრაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი ინსაიდერის, კით სმიტის ინფორმაციით, ტექსასელებმა „მამუ“ შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახადეს და ქართველ კალათბურთელს ნებისმიერ გუნდში შეუძლია გადასვლა.

რამდენიმე დღის წინ, „სან ანტონიომ“ მამუკელაშვილის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედა და იგი შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახადა. სანდროს შეეძლო, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და მათთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, მაგრამ საბოლოო სიტყვა „სპურსზე“ იყო. ტექსასელებს ჰქონდათ უფლება, „მამუსთვის“ იგივე კონტრაქტი გაეფორმებინათ და გუნდში დაეტოვებინათ.

ახლანდელი ვითარებით, „სან ანტონიოს“ ეს უფლება აღარ აქვს და ვინმესთან კონტრაქტის გაფორმება ავტომატურად ნიშნავს, რომ სანდრო იმ გუნდის წევრი გახდება. ამ ეტაპზე, მამუკელაშვილის მსურველებზე არაფერი იწერება და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, მამუკელაშვილმა მონაწილეობა 46 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის მოსაპოვებლად ორი კლუბი იბრძვის“ - ცნობილი ინსაიდერი მიქაუტაძეზე
„მის მოსაპოვებლად ორი კლუბი იბრძვის“ - ცნობილი ინსაიდერი მიქაუტაძეზე