საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო კარგად შევისწავლეთ“ | თურქეთის ნაკრების შემტევი რთულ მატჩს ელოდება

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას თურქეთთან გამართავს. „თეთრ-წითლების“ შემტევი, იუნუს აკგიუნი, რომელიც „ლესტერის“ ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ „ჯვაროსნები“ დეტალურად შეისწავლეს და რთული მატჩის მოლოდინში არიან.

„შეუძლებელია, საქართველოს ნაკრები სათანადოდ არ დააფასო და ზოგადად, ასეთი თამაშები ძალიან ძნელია ხოლმე. ვიცით, რომ გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. ფავორიტები ვჩანვართ, მაგრამ ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს მშვენივრად მოეხსენება, რომ ევროზე გასამართი ყველა თამაში ურთულესია.

საქართველოს ნაკრები კარგად შევისწავლეთ და მისი დეტალური ანალიზი მოვახდინეთ. მარტივი მატჩი არ იქნება, მაგრამ გვინდა, გავიმარჯვოთ და განწყობა ავიმაღლოთ. ვფიქრობ, მოგება შეგვიძლია და მთელი გუნდი აღნიშნულ მეტოქეზეა ორიენტირებული.

კრიშტიანუ რონალდუ? რა თქმა უნდა, რონალდუ მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი და ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მთელი ყურადღება საქართველოზე გვაქვს გადატანილი. თუ პირველ მატჩში გავიმარჯვებთ, პორტუგალიას უკეთესი განწყობით შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ივნისს გაიმართება და „სიგნალ იდუნა პარკზე“ თბილისის დროით, 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ჩალჰანოღლუ საქართველოს ნაკრებზე
„მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ჩალჰანოღლუ საქართველოს ნაკრებზე