ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ჩალჰანოღლუ საქართველოს ნაკრებზე

თურქეთის ნაკრების ლიდერმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ვინჩენცო მონტელას გუნდი პირველ შეხვედრას საქართველოს წინააღმდეგ გამართავს და ჩალჰანოღლუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ჯვაროსნებთან“ მნიშვნელოვანი თამაში ელით.

„თურქეთის ნაკრები ძალიან ახალგაზრდა და შრომისმოყვარე გუნდია. ვცდილობთ, გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ და ევრო 2024 ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ტურნირია. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

გერმანიაში მოტივირებული ჩამოვედი. ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ენთუზიაზმითაა აღსავსე და იმედია, ამას მოახლოებულ მატჩებში ვაჩვენებთ. გვინდა, ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ვეთამაშებით. კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, შეგვიძლია, ჩვენი ტალანტი და პოტენციალი წარმოვაჩინოთ“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ივნისს გაიმართება და „სიგნალ იდუნა პარკზე“ თბილისის დროით, 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთი საქართველოში რელიგიის დონეზეა - არჩილ არველაძე O JOGO-ს ესაუბრა
ფეხბურთი საქართველოში რელიგიის დონეზეა - არჩილ არველაძე O JOGO-ს ესაუბრა