ლევან შენგელია, ჰაკან ჩალჰანოღლუ, არდა გიულერი
Aa
Aa

26 მარტის ფინალს ექიმები ოპერაციის დროს უყურებდნენ - შენგელია Hurriyet-ს ესაუბრა

28 წლის ფეხბურთელი ლევან შენგელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორიულ წარმატებას მიაღწია და გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თურქეთის სუპერ ლიგაში თამაშობდა და „ქონიასპორის“ შემადგენლობაში 2019-2021 წლებში 59 მატჩი ჩაატარა. შესაბამისად, 28 წლის ქართველი ნახევარმცველი თურქებისთვის კარგად ნაცნობი რესპოდენტია და ცნობილ გამოცემა „ჰურიეტთში“ მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ფინალი საბერძნეთთან

26 მარტი ჩემთვის არამხოლოდ კარიერაში, ცხოვრებაშიც საუკეთესო დღეა. ამ თამაშის დროს შეიძლება ითქვას, რომ მთელ ქვეყანაში ცხოვრება შეჩერდა და ყველა ჩვენ გვიყურებდა. როგორც მითხრეს, იყო შემთხვევა, რომ ექიმს, რომელიც ოპერაციას აკეთებდა, საოპერაციოში ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და საქართველო - საბერძნეთს თვალს ვერ აშორებდა. მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაზე დიდი წარმატებები ამ შესანიშნავ თაობას წინ ელის.

ვილი სანიოლზე

ის პროფესიონალი და უდიდესი საფეხბურთო გამოცდილების პატრონია, რომელიც მუდამ მზად არის სასარგებლო რჩევები მოგცეს. მთავარი მისია კარგად შეასრულა და როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში გუნდი ერთ მუშტად შეკრა - ფედერაციის ხელმძღვანელები, პერსონალი, ფეხბურთელები ერთი ოჯახივით ვართ და ვტკბებით იმ დღეებით, რომელსაც ერთად ვატარებთ. რომ არა სანიოლი, მერწმუნეთ, კონტინენტის პირველობაზე ვერ გავიდოდით.

თურქი ფანები დორტმუნდში

კარგად ვიცით, რომ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“, უმრავლესობა თურქეთის ნაკრებს უგულშემატკივრებს, მაგრამ დამიჯერეთ, ასეთი ზეწოლას იოლად გავუმკლავდებით. ისიც აღსანიშნავია, რომ გამარჯვებას თურქებისგან მეტად ითხოვენ, რის გამოც წნეხი მათზე უფრო იქნება. მატჩის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დამიჯერეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

თურქეთის ნაკრებზე

თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ რთულ ჯგუფში იყო და ხორვატებთან და უელსელებთან კონკურენციის პირობებში პირველი ადგილი დაიკავა. თქვენი ქვეყნის გუნდს ჰყავს ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორებიც არდა გიულერი, ჰაკან ჩალჰანოღლუ და „ქონიასპორიდან“ ჩემი კარგი მეგობარი აბდულკერიმ ბარდაკჩი არიან.

თურქეთი - საქართველოს შეხვედრა დორტმუნდის „ბორუსიას“ საშინაო არენა „სიგნალ იდუნა პარკზე“ 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის F ჯგუფის წარდგენა
ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის F ჯგუფის წარდგენა