გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ გუნდის არდაფასება არ შეიძლება“ - The Sun-ი საქართველოზე

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი თურქეთისა და საქართველოს მატჩზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების არდაფასება შეცდომა იქნება.

„თურქეთი ტურნირს დანაკლისით ხვდება. მათ ენეს უნალი, ოზან კაბაკი და ჩაგლარ სოიონჯუ არ ეყოლებათ, ქართველებს კი დანაკლისი არ აქვთ და ჯანმრთელად არიან.

სანიოლის გუნდისთვის ეს სადებიუტო ტურნირია, თუმცა მათი არდაფასება არ შეიძლება. გუნდის მთავარი მოთამაშეები ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია და ვალენსიას გიორგი მამარდაშვილი არიან. გუნდის თამაში დიდწილად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული.

ამ დუეტმა ევროპაში დიდი სატრანსფერო ინტერესი გამოიწვია. ამრიგად, მათ ევროზე კარგი თამაშით შეუძლიათ თავიანთი ღირებულება კიდევ უფრო გაზარდონ“,

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ თურქებს კიდევ 2 მოთამაშე გამოაკლდათ - ისმაილ იუკშეკი და ფერდი კადიოღლუ საქართველოსთან ვერ ითამაშებენ. თუმცა მეორე ტურისთვის ვინჩენცო მონტელას ორივე მათგანი დაუბრუნდება.

საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს 20:00 საათზე დორტმუნდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქეთი ძლიერი მეტოქეა, ვიცით რა მნიშვნელოვანი თამაშია“ | ოთარ კაკაბაძე
„თურქეთი ძლიერი მეტოქეა, ვიცით რა მნიშვნელოვანი თამაშია“ | ოთარ კაკაბაძე