20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა | მზადება ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის
საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და დღეს ღამე ლატვიაში გაემგზავრება, რათა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მოსამზადებელი ეტაპი გაიაროს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. ლატვიაში მასპინძელ ნაკრებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ასევე, დაგეგმილია 2 ამხანაგური სომხეთის ნაკრებთან ერევანში და 2 მატჩი უკრაინასთან ლატვიაში.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად არ არიან გიორგი ოჩხიკიძე და ათუკა ბახტაძე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებიან იტალიაში შეკრებაზე. ისინი 20 წლამდელებს მოგვიანებით შეუერთდებიან. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები 12-21 ივლისს, რუმინეთში გაიმართება.
20-წლამდე ნაკრები პირველ შეხვედრას 12 ივლისს, ალბანეთთან გამართავს. 13-ში რუმინეთს შეხვდება. 14-ში - ბულგარეთს, ხოლო 16-ში - ესტონეთს.