ქუთაისის ტორპედო, ივან პერიშიჩი, ნანი
Aa
Aa

ტორპედოში პერიშიჩისა და ნანის ტრანსფერები არ შედგა - მიზეზები ცნობილია

ხორვატული Drevnik-ის ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედოს’’ ევროპასა და მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელებით გაძლიერება სურს. ერთი ტრანსფერი უკვე გადაწყდა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი მამადუ სახო „ტორპედოში’’ ითამაშებს.

CrystalSport-ის ცნობით, „ტორპედოს’’ პორტუგალიელი ნანისა და ივან პერიშიჩის დამატება სურდა. ნანისთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს ქუთაისურმა კლუბმა ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე ნანიზე უარი თქვა. რაც შეეხება პერიშიჩს, როცა ქართული კლუბი მოლაპარაკების დაწყებას გეგმავდა, გამოცდილი მოთამაშე სპლიტის „ჰაიდუკმა'' დაიმატა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გასული წლიდან მოყოლებული „ტორპედო'' სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიურია, 2023 წლიდან მოყოლებული „ტორპედოში'' იტალიის სერია ა-ს ყოფილი მოთამაშე ნიკოლა ნინკოვიჩი თამაშობს, რომელსაც იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სერია ა-ში „კიევოსა'' (2016) და „ჯენოაში'' (2016-17) გამოდიოდა. ასევე, 28 წლის  ბრაზილიელი მარჯვენა მცველი აურო, რომელსაც „სან პაულუში'', „ატლეტიკო მინეიროსა'' და „ტორონტოში'' უთამაშია.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე „ტორპედოში'' „პალმეირასისა'' და „ზალცბურგის'' ყოფილი შემტევი, 29 წლის ფელიპე პირესი გადავიდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნორვეგიელი ბიორნ იონსენი, „ალკმაარისა'' და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. ასევე, სტივ კინის გუნდშია პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებისა და „სენტ. ეტიენის'' ყოფილი შემტევი ჟორჟინიო. მოკლედ, „ტორპედოს'' დიდი ამბიციები აქვს, რაზეც ტრანსფერებიც მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები