ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„თუ დარჩებიან, გუნდს ორი დიდი ძალა ეყოლება, მაგრამ...“ - კაპელო კვარა-ოსიმენზე

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ნეაპოლური რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში სერია A-ს ახალ სეზონზე თავისი მოლოდინები გააზიარა. ლეგენდარული სპეციალისტი „ნაპოლისაც“ შეეხო და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს კაპელო:

„ლამაზ და ძალიან დაძაბულ ჩემპიონატს ველოდები. არ მგონია, რომ „ინტერმა“ ჩემპიონობა გაიმეოროს. ვფიქრობ, ახალი სუპერგმირები „იუვენტუსი“ და „მილანი“ იქნებიან. იმედი მაქვს, ისეთ ჩემპიონატს ვიხილავთ, სადაც ჩემპიონის ბედი ბოლო თამაშებში გადაწყდება. რაც შეეხება „ნაპოლის“, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა გუნდი ძირითად ბირთვს. მათ მენტალური ძალის აღდგენა მოუწევთ და თუ ოსიმენი და კვარაცხელია დარჩებიან, მაშინ კონტეს ორი შესანიშნავი ძალა ეყოლება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ოსიმენის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება“.

„კონტე საკმაოდ კონკურენტუნარიანი მწვრთნელია, რომელმაც კარგად იცის, თუ სად და როგორ უნდა გამოასწოროს სუსტი მხარეები. მას საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს, რის გამოც საჭირო დროს „ნაპოლისთვის“ შესაფერისი ადამიანია. მან თავისი დონე არაერთხელ დაამტკიცა. მჯერა, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის“ მიზნები საფუძვლიანი იქნება“.

ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა. როგორც იტალიურ მედიაში იწერება, იტალიელი სპეციალისტის პირველი მიზანი გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებაა და ამის გამო კონტე გერმანიაში ხვიჩასთან შეხვედრასაც გეგმავს, რათა ქართველი შემტევი ნეაპოლში დარჩენაში დაარწმუნოს.

რამდენიმე დღეში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს და დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალიც სწორედ ევროპირველობის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები