მერტ გიუნოკი
Aa
Aa

„გვინდა ევრო საქართველოსთან გამარჯვებით დავიწყოთ“ | თურქეთის ნაკრების მეკარე

თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა და ბოლო ამხანაგური მატჩი ვარშავაში, პოლონეთთან გამართა. ვინჩენცო მონტელას გუნდი ფრესთან ახლოს იყო, მაგრამ 90-ე წუთზე გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის ნაკრების მეკარემ, მერტ გიუნოკმა პოლონეთთან წაგებულ მატჩსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. გიუნოკმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ევრო 2024-ს დადებით ნოტაზე დაიწყებს და პირველ ტურში, საქართველოს დაამარცხებს.

„რა თქმა უნდა, ყველა თამაშის მოგება გვინდა, მაგრამ ესაა მატჩები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში გვეხმარება. მთავარ მწვრთნელთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ და რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, თუმცა, ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არაა.

ევროპის ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და იმედია, ტურნირს გამარჯვებით დავიწყებთ. ნაკრები გვიან შეიკრიბა, რადგან ჩემპიონატები ცოტათი გვიან დასრულდა, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ. გვინდა, ევრო 2024 საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვებით დავიწყოთ“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას 18 ივნისს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. მეორე ტურში, „ჯვაროსნები“ ჩეხეთს დაუპირისპირდებიან, თურქები - პორტუგალიას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი შემოთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვა მოგვიწევს“ - ფედელე კვარასა და ნაპოლის შესახებ
„დიდი შემოთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვა მოგვიწევს“ - ფედელე კვარასა და ნაპოლის შესახებ