თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ოლიმპია მილანო
Aa
Aa

„ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ“ - შენგელია ოლიმპია მილანოსთან გამარჯვების შემდეგ

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩში გამარჯვების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდი შეაქო.

რა თქვა შენგელიამ:

„ჩემი გუნდით ნამდვილად ვამაყობ. ახლა, აქ, კამერების წინ ჩემი თანაგუნდელებიც უნდა იდგნენ. ასე უნდა გავაგრძელოთ და ყოველთვის ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი იყოს“.

თორნიკე შენგელიამ „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ ფინალური სერიის მეორე მატჩში 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა, „ვირტუსმა“ კი მისი ლიდერობით 72:64 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები