ნინო ელოშვილი
Aa
Aa

ქართველი ქალი არბიტრი ოთხ სარაგბო ტურნირზე

ნინო ელოშვილი მომდევნო ორი თვის განმავლობაში რაგბი ევროპის ეგიდით გასამართ ოთხ პრესტიჟულ ტურნირზე იმსაჯებს. ის ჯერ 7-9 ივნისს ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრებას მოემსახურება, თვის ბოლოს, 28-30 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში რამდენიმე მატჩის რეფერად იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ივლისში გასამართ ტურნირებს, 6-დან 8 რიცხვის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 18-წლამდე შვიდქალა ნაკრებების შეჯიბრებს მოემსახურება, 12-14 ივლისს კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ქალთა რაგბის ევროპის ალაფაზე იქნება დაკავებული.

ელოშვილი 2023 წელს მხოლოდ ორ საერთაშორისო ტურნირზე მიიწვიეს, წელს კი გაცილებით მეტი ნდობა გამოუცხადეს. რაგბი ევროპის სამსაჯო კომისიის ხელმძღვანელისგან ჟოელ დუმესგან ქართველმა ქალმა არბიტრმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მისი წინსვლა კი ძირითადად დევიდ მაკქიუს სახელს უკავშირდება, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის სამსაჯო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ბოლო პერიოდში ქართული სარაგბო სამსაჯო კორპუსი საერთაშორისო ასპარეზზე უზომოდ წარმატებულია - ნიკოლოზ ამაშუკელი პირველი დონის სარაგბო ქვეყნის ნაკრები გუნდების მატჩებს რეგულარულად ემსახურება, ნინო ელოშვილი კი პირველი ქართველი ქალი არბიტრია, რომელსაც ასეთი დონის თამაშების განსჯა დაევალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საფრანგეთთან მატჩმა ჩვენი ძლიერი მხარეები დაგვანახა“ | მზადება 20-წლამდელთა მსოფლიოსთვის
„საფრანგეთთან მატჩმა ჩვენი ძლიერი მხარეები დაგვანახა“ | მზადება 20-წლამდელთა მსოფლიოსთვის