მადრიდის რეალი, დორტმუნდის ბორუსია, ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: “ეს იყო იდეა, ასე მინდოდა წასვლა“

ტონი კროოსმა მადრიდის რეალში ბოლო მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კროოსმა?

„ეს იყო იდეა, ასე მინდოდა წასვლა და შევასრულე კიდეც. ბოლო 1 კვირით ძალიან ვისიამოვნე. სანახაობრივი ატმოსფერო სუფევდა და მინდოდა ჩემი გონება ფინალზე გადამეტანა. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, თუმცა პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ. ეს გუნდი ყოველთვის აგრძელებს განვითარებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მივდივარ.

ის, რაც ამ 10 წლის განმავლობაში განვიცადე დაუვიწყარია. ყველაფერი მომენატრება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ახლა სხვა ცხოვრება მსურს. ყოველთვის მომენატრება გასახდელში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ხუმრობა, თამაში და მთლიანად ფეხბურთი.“

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი სამეფო კლუბს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, გერმანელმა ფეხბურთელმა რეალის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 465-ჯერ მოირგო, 28 გოლი გაიტანა და 99 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ კროოსი ხენტოსთან, მოდრიჩთან, კარვახალთან და ნაჩოსთან ერთად გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შეგვიძლია უფრო მეტზე ვიოცნებოთ“ - კარვახალი ფინალის შემდეგ
“შეგვიძლია უფრო მეტზე ვიოცნებოთ“ - კარვახალი ფინალის შემდეგ