მადრიდის რეალი, დორტმუნდის ბორუსია, დანიელ კარვახალი, ფრანცისკო ხენტო
Aa
Aa

“შეგვიძლია უფრო მეტზე ვიოცნებოთ“ - კარვახალი ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსია დანი კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა. სამეფო კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, პირველი გოლის ავტორმა დანი კარვახალმა კომენტარი გააკეთა.

კარვახალი:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა საოცარი გრძნობაა. მიზანიც მაშინ მოდის, როდესაც თავდაჯერებული ხარ. მსაჯის სასტვენის შემდეგ, აღელვებული ვიყავი. ჩემი მეუღლე და შვილები სტადიონზე იყვნენ. ამ კლუბის ღირსებას 21 წელზე მეტია ვიცავ. ჩვენ ამას ვიმსახურებთ.

ბედნიერი ვარ, რომ მეექვსე ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიგე. ახლა ბედნიერებას ვასხივებ. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია უფრო მეტზე ვიოცნებოთ. გოლამდე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ჩემს წინააღმდეგ უხეშად თამაშობდნენ. მთავარი სიმაღლე არ არის. მთავარი ნახტომია! თავდამსხმელის სული არ მაქვს, მე პირველ რიგში მცველი ვარ და ჯერჯერობით ასე ვაპირებ გაგრძელებას.“

ცნობისთვის, დანი კარვახალი ფრანცისკო ხენტოს გაუთანაბრდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეექვსედ მოიგო. მსგავსი შედეგი დააფიქსირეს ტონი კროოსმა, ნაჩო ფერნანდესმა და ლუკა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულ სეზონში მადრიდის რეალმა ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. უეფა-ს სუპერ თასზე ბლანკოსი ატალანტას დაუპირისპირდება, რომელმაც ევროპის ლიგის ფინალი ლევერკუზენის ბაიერს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სიზმარი გრძელდება“ - ანჩელოტი ფინალის მოგების შემდეგ
“სიზმარი გრძელდება“ - ანჩელოტი ფინალის მოგების შემდეგ