მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“თქვენ განსაკუთრებულები ხართ! - პიოლი მილანს დაემშვიდობა

მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ბოლო ტურში მილანმა სალერნიტანას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება სტეფანო პიოლისთვის ბოლო იყო. თამაშის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა მიმართვა გააკეთა.

პიოლი:

„დღეს მადლობის ღამეა, ამიტომ ვიწყებ მადლობით! მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის. მე ფანტასტიკური გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობა მომეცა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. იცით რას ვფიქრობ თქვენზე? თქვენ განსაკუთრებულები ხართ და არის რაღაცები, რაც სამუდამოდ დარჩება.

მადლობა გულშემატკივრებს. თქვენ მუდამ გვაძლიერებდით და მოტივაციას გვაძლევდით. ეს ენერგია კი მოედანზე გადმოგვქონდა. ახლა დამშვიდობების დროა. ჩვენ ერთად ვაგებდით და ვიტანჯებოდით. ასევე ერთად ვიგებდით და გვიხაროდა. რჩება ის, რასაც ვგრძნობდით!! თქვენ ჩემს გულში ცეცხლი აანთეთ. ის მუდამ ანთებული დარჩება და არასდროს დაგივიწყებთ. მადლობა..“

საუბრისას სტეფანო პიოლის გულშემატკივრებმა უმღერეს - „Pioli On Fire”. ეს ყველაფერი კი ძალიან ემოციური გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი მილანს სათავეში 2019 წელს ჩაუდგა. ჯამში სტეფანო „როსონერის“ 240ჯერ გაუძღვა, 130 მატჩი მოიგო, 58 წააგო, ხოლო 52 ფრედ დაასრულა. პიოლიმ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, სადაც გასულ სეზონში ნახევარფინალში დამარცხდა. 2021/2022 წლებში კი სერია ა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: “ჩემი შვილების ცრემლებმა მომკლა“
კროოსი: “ჩემი შვილების ცრემლებმა მომკლა“