მილანი, სალერნიტანა, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

“მეამაყება, ეს სამი სეზონი არასდროს დამავიწყდება“ - ჟირუ მილანს დაემშვიდობა

მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ბოლო ტურში მილანმა სალერნიტანას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება ოლივიე ჟირუსთვის „როსონერის“ შემადგენლობაში ბოლო იყო.

ჟირუ:

„საღამო მშვიდობის სან სირო. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ნდობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ ოჯახში, როგორც ძმა ისე მიმიღეს. მადლობა ზლატან! ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პიოლის ნდობისა და მხარდაჭერისთვის, თუნდაც იმ რთულ მომენტებში, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთიანი ამ მომენტშიც კი!! ჩვენ განვიცადეთ წარმოუდგენელი პირველი წელი, ერთ-ერთი საუკეთესო ემოცია ჩემს კარიერაში. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომელთა გარეშეც წარმატებას ვერ მივაღწევდით.

მილანი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. კიაერს ვეუბნებოდი, რომ ბავშვობაში მილანში თამაში ჩემი ოცნება იყო. მეამაყება!! ეს სამი სეზონი არასდროს დამავიწყდება.“

შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუ „როსონერის“ 2021 წელს შეუერთდა. მილანის მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულეს.

ცნობისთვის, ოლივიემ თავის ბოლო მატჩში სალერნიტანას ეფექტური გოლი გაუტანა და ასე დაემშვიდობა მილანს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “კროოსის მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს“
ანჩელოტი: “კროოსის მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს“