ბეტისი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ტონი კროოსი
Aa
Aa

ანჩელოტი: “კროოსის მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს“

ლა ლიგის ბოლო ტურში რეალმა ბეტისს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„კროოსის მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს. ის სხვა გზით უნდა ჩავანაცვლოთ. ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის მქონე მოთამაშეები გვყავს და უნდა მოვერგოთ იმ განსხვავებულს, რაც ტონიმ დაგვიტოვა. ვფიქრობ, მენტალურ დონეზე ახალგაზრდებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს იმათ ეხება, ვისაც მეტი ენერგია აქვს.

ფეხბურთელები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩემ აზრს არ ითხოვენ. მათ ძალიან მკაფიოდ იციან, რისი გაკეთება სურთ და ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს. ეს არ არის მათთვის და ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა. ნაჩოსგან და მოდრიჩისგან გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით. ერთი თამაში დარჩა და შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

რაც კროოსმა ამ კლუბში გააკეთა შეუფასებელია. მან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ასე დამშვიდობება შესანიშნავია. ეს არის დიდი საფეხბურთო პერსონაჟის დასასრული. ვფიქრობ, ბერნაბეუზე ის დამსახურებულად გააცილეს. საოცარი ღამეა და ახლა შემდეგი კვირით უნდა ვისიამოვნოთ. გაგვიმართლა, რომ ტონი რეალის ფეხბურთელი იყო.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ლა ლიგა 95 ქულით დაასრულა და ისტორიაში 36-ედ მოიგო. „სამეფო კლუბი“ პირველ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი გეგმა კარგი არ იყო“ - პეპმა იუნაიტედთან მარცხი ახსნა
“ჩემი გეგმა კარგი არ იყო“ - პეპმა იუნაიტედთან მარცხი ახსნა