ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„გაუმარჯოს ბარსას!“ | ჩავი გულშემატკივრებსა და კლუბს დაემშვიდობა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ესპანელი სპეციალისტი „ბლაუგრანას“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და ჩავი საყვარელ კლუბსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„ძვირფასო კულეებო, ბარსელონას მთავარი მწვრთნელის სკამზე ჩემი ყოფნა კვირას დასრულდება. მარტივი არაა დატოვო კლუბი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შენი იყო, მაგრამ ამას გუნდის თავკაცის პოსტზე გატარებული 2.5 წლის შემდეგ, სიამაყით ვაკეთებ. გუნდისა, რომელიც ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა.

მინდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემთან იყვნენ და ფეხბურთელობის დროსაც ზუსტად იმავე ემოციებს გამოხატავდნენ, მხარდაჭერისა და სიყვარულის გამო მადლობა გადავუხადო. კვირას გასამართი მატჩის შემდეგ, ტრიბუნებზე მყოფი ერთ-ერთი გულშემატკივარი გავხდები, რადგან ფეხბურთელამდე და მწვრთნელამდე, პირველ რიგში ბარსელონას ქომაგი ვარ და კლუბს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ყოველთვის ბარსელონას განკარგულებაში ვიქნები!

საოცარ ფეხბურთელებთან და ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბთან ვმუშაობდი. მათი წყალობით, დასახულ მიზნებს მივაღწიეთ და კულმინაციად ლა ლიგისა და სუპერთასის მოგება იქცა. მიმდინარე სეზონი ისე არ განვითარდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და ვეცადეთ, ლა მასიას ახალ თაობას პროგრესის მიღწევაში დავხმარებოდით.

მადლობა ყველას: ქომაგებს, ფეხბურთელებს, კლუბის თანამშრომლებს, პრეზიდენტს, დირექტორთა საბჭოს, სპორტულ დირექტორს, პრესას და სხვა ადამიანებს, რომლებთანაც გზა გადავკვეთე. კლუბს, რომელიც ჩემს გულში იმყოფება, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. გაუმარჯოს ბარსას!“

შეგახსენებთ, რომ ჩავის ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლებს, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონაკო ოფიციალურ წინადადებას ამზადებს | მიქაუტაძეს ესპანური ვარიანტიც გამოუჩნდა
მონაკო ოფიციალურ წინადადებას ამზადებს | მიქაუტაძეს ესპანური ვარიანტიც გამოუჩნდა