ოფიციალურად: კოპა ამერიკაზე ვარდისფერ ბარათებს გამოიყენებენ
Aa
Aa

ოფიციალურად: კოპა ამერიკაზე ვარდისფერ ბარათებს გამოიყენებენ

ზაფხულში კოპა ამერიკაზე მსაჯებს ვარდისფერი ბარათის გამოყენება შეეძლებათ.

სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ Conmebol-მა დაადასტურა, რომ ახალი წესი მთელი ტურნირის განმავლობაში იქნება გამოყენებული.

ვარდისფერი ბარათები გამოყენებული იქნება გუნდებისთვის დამატებითი მე-6 ცვლილების გამოსაყენებლად. თუ, რომელიმე ფეხბურთელი დაზიანებას თავის არეში მიიღებს, ვარდისფერი ბარათი მათ მე-6 შეცვლის გამოყენების უფლებას მისცემს.

ვარდისფერი ბარათის გამოსაყენებლად უნდა აცნობონ მე-4 მსაჯს ან მატჩის მთავარ არბიტრს. შემდეგ ისინი ვარდისფერი ბარათის გამოყენების უფლებას მისცემენ.

ამის შესახებ, Conmebol-ის განცხადებაშია ნათქვამი:

„ჩვენს ტურნირებსა და ოპერაციების დირექტორატმა გამოაცხადა, რომ რეგულაციებით უფლებამოსილ 5 ცვლილებას დაემატება პოტენციური მე-6 ცვლილება, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

ეს არის დამატებითი ცვლილება თავის ტრავმის ან ტვინის შერყევის შესაძლო ვითარებისას. საამისოდ მეოთხე მსაჯი ან მთავარი არბიტრი უნდა იყოს ინფორმირებული“.

Conmebol-ი ადასტურებს, რომ მოთამაშე, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდება, მას მოედანზე დაბრუნების უფლებას აღარ მისცემენ. ხსენებულ ფეხბურთელს შემდეგ გასახდელში გადაიყვანენ ან სამედიცინო ოთახში. ამის შემდეგ, გუნდის ექიმებს მოეთხოვებათ ფორმის შევსება და Conmebol-ის სამედიცინო კომისიისთვის 24 საათში გადაგზავნა.

აქვე გეტყვით, რომ კოპა ამერიკა წელს აშშ-ში გაიმართება. ტურნირი 20 ივნისს დაიწყება და ფინალი 14 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული