კოუტინიო, თუ იოზილი? მესიმ არჩევანი გააკეთა
Aa
Aa

კოუტინიო, თუ იოზილი? მესიმ არჩევანი გააკეთა

ევროპული გამოცემების ვარაუდით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრაზე მთავარი მოთამაშე "ბარსელონა" იქნება.

კატალონიელები ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერებას გეგმავენ, თუმცა გუნდში ცენტრალური მცველის მოსვლაც იგეგმება.

"ბარსას" ყველაზე აქტიურად ფელიპე კოუტინიოს, მესუთ იოზილისა და კრისტიან ერიკსენის სახელს უკავშირებენ, თუმცა ამ უკანასკნელის ზამთარში შეძენა "ბლაუგრანას" ძალიან გაუჭირდება.

Daily Mail-ის ინფორმაციით, გუნდის ორ მთავარ სამიზნეს კოუტინიოსა და იოზილს შორის, ლეო მესიმ არჩევანი გააკეთა და უპირატესობა ბრაზილიელს მიანიჭა.

რამდენიმე დღის წინ ესპანური პრესა წერდა, რომ კლუბის ბორდის აზრიც ორადაა გაყოფილი, ნაწილს იოზილის შეძენა სურს, რადგან ის გაცილებით იაფი ღირს და მისი გადმობირებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ კოუტინიოს ასაკი კლუბისთვის სამომავლოდ წარმატების მომტანი იქნება და ის "ბარსას" მაისურით დიდხანს შეძლებს მაღალ დონეზე ასპარეზობას.

როგორც ჩანს, მესის სიმპათიები კოუტინიოს ეკუთვნის. თუ, რა მოხდება საბოლოოდ, ამას იანვარში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები