იოზილი
Aa
Aa

იოზილი "ბარსელონაში" გადადის - შესათანხმებელი მხოლოდ ერთი დეტალი რჩება

ლონდონის "არსენალის" გერმანელი გამთამაშებელი მესუთ იოზილი "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

Mirror-ის ცნობით, იოზილს "მეთოფეების" რიგებში ასპარეზობა აღარ სურს და არც ახალ კონტრაქტს აფორმებს. ლონდონელებს კი ზაფხულში მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ და მზად არიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის სანაცვლოდ ნებისმიერი წინადადება განიხილონ.

"ბარსელონა" მზადაა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და როგორც ჩანს ასეთი პირობები "არსენალსაც" აკმაყოფილებს.

შეთანხმებას მხოლოდ ერთი დეტალი აფერხებს - იოზილი "ბარსასგან" ბონუსის ხელმოწერას ითხოვს. მას სურს, რომ "კამპ ნოუზე" გადაბარგების შემთხვევაში კატალონიელებმა გარკვეული თანხა გადაუხადონ.

თავდაპირველი ინფორმაციით, იოზილს "ბლაუგრანასგან" ყოველწლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევროს მიღება სურს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და გერმანელ ფეხბურთელზე თითქმის ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია ვრცელდება. არსებობს საკმაოდ დიდი შანსი, რომ იანვრის პირველი დიდი ტრანსფერი სწორედ მესუთ იოზილის "ბარსელონაში" გადასვლა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები