მილანი, მიუნხენის ბაიერნი, მაიკ მენიო
Aa
Aa

მენიო დიდ ხელფასს ითხოვს, მილანი უარზეა | ბაიერნი ნოიერის შემცვლელს ეძებს

მიუნხენის ბაიერნი მილანში არსებული სიტუაციით სარგებლობას ცდილობს. საქმე მაიკ მენიოს ეხება.

ფრანგ კარის დარაჯს როსონერისთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. მენიოს კი გაუმჯობესებული ხელშეკრულება და ხელფასის გაზრდა სურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს, რაც ბაიერნის შანსს ზრდის. „რეკორდმაისტერს“ მაიკის გადაბირება ნოიერის შემცვლელად სურს.

Calciomercato.com იუწყება, რომ როსონერი მენიოს ამჟამად 2.8 მილიონ ევროს უხდის წელიწადში და ჰპირდება, რომ 4.5 მილიონამდე გაუზრდის, მაგრამ 28 წლის მეკარეს გაცილებით მეტი სურს, რაც მოლაპარაკების დაწყებას აფერხებს.

წყაროს ცნობით, მიუნხენური გრანდი მზად არის მენიოს სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუ მეკარესა და მილანს შორის მოლაპარაკება არ შედგება, მას ბაიერნში გაუშვებენ, თუმცა მილანის პრიორიტეტი მაინც მისი შენარჩუნებაა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“განსხავვებული ჰაერის სუნი იგრძნობა“ - ენრიკე მბაპეს მომავალზე
“განსხავვებული ჰაერის სუნი იგრძნობა“ - ენრიკე მბაპეს მომავალზე