თბილისის დინამო, გრიგოლ დოლიძე, ქუთაისის ტორპედო, გიორგი მეგრელაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალექს გარსია
Aa
Aa

გატყდება თუ არა ნავსი - „ტორპედო“ “დინამოსთან“ მატჩს უსიამოვნო სერიით ხვდება

დღეს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-12 ტურში ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის რიგით 91-ე „ქართული კლასიკო“ შედგება. ქუთაისელები კი მათთვის ერთი უსიამოვნო სერიის შეწყვეტას შეეცდებიან - „შენგელია არენაზე“ „ტორპედო“ პრინციპული მეტოქის დამარცხებას ჩემპიონატში უკვე ცამეტი წელია ვერ ახერხებს. ქუთაისში „დინამოსთან“ „ტორპედოს“ უკანასკნელი საშინაო გამარჯვება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2011 წლის 21 სექტემბრით თარიღდება, როდესაც მთავარი მწვრთნელის გიორგი სუხიტაშვილის ხელმძღვანელობით მათ ალექს გარსიას მომზადებულ თბილისელებს 2-1 აჯობეს. იმ შეხვედრაში უკვე მე-11 წუთისთვის მასპინძლები გრიგოლ დოლიძისა და გიორგი მეგრელაძის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, რასაც „დინამომ“ მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხა, რომელიც 42-ე წუთზე ალბერ იაგუემ გაიტანა.

მას შემდეგ გუნდებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი გამართეს, საიდანაც დედაქალაქელებმა 9-ჯერ გაიმარჯვეს, თერთმეტ შემთხვევაში კი გუნდებმა ქულები გაიყვეს. ჯამში ისტორიაში პრინციპული მეტოქეების 90 დაპირისპირებიდან, 49 მოგება „დინამოს“ ანგარიშზე, 17 – „ტორპედოს“, ხოლო 24 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „ტორპედოს“ 18 ქულა აქვს, „დინამოს“ კი -13. დედაქალაქელებს მიმდინარე ჩემპიონატში გამართული ხუთი მატჩიდან ოთხი წაგებული აქვთ და მხოლოდ ერთი მოგებული. „ტორპედო“ - დინამოს“ შეხვედრა „შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონის პირველი საშინაო მარცხი - იბერიამ ლიდერობა შეინარჩუნა
ჩემპიონის პირველი საშინაო მარცხი - იბერიამ ლიდერობა შეინარჩუნა