მოურინიო: ფეხბურთი მენატრება, ამის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნები
ჟოზე მოურინიომ მის მომავალთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა.
„არანაირი პროექტი არ მაქვს. რაც იქნება, იქნება. რთული კარიერა მაქვს. მე ვიცი, რომ მაშინაც კი, როდესაც ვავარჯიშებ გუნდებს, რომლებიც არ არიან აგებული გამარჯვებისთვის, ხალხი ჩემგან ყოველთვის მოელის გამარჯვებას.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროტურნირების ფინალში ორჯერ გავედი. მწვრთნელობა მინდა, ეს ჩემი ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია, ამის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნები. ფეხბურთი მენატრება.
სად ვიმუშავებ მომავალში? ნებისმიერ კლუბს, რომელსაც აქვს კარგი სასწავლო ცენტრი.
არა, მე არ მქონია მოწვევა არც ერთი პორტუგალიური კლუბიდან“,
- განაცხადა „ჩელსის“, მადრიდის „რეალის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რომას“ ყოფილმა მწვრთნელმა.
აქვე გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიოს ბოლო კლუბი „რომა“ იყო, საიდანაც ის 16 იანვარს გაათავისუფლეს.